ბაღების მართვის სააგენტო შეცვლილ მენიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – მენიუ
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შეცვლილ მენიუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
“მიუხედავად არაერთი განმარტებისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ რჩება კითხვები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შეცვლილ მენიუსთან დაკავშირებით.
გვინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადოთ: ჩვენი პრიორიტეტი ბავშვების სწორ განვითარებაზე ზრუნვაა და მენიუც შედგენილია სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების სტანდარტი შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებასთან, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციებს.
აღნიშნული მენიუ შექმნილია სააგენტოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტების მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის ნუტრიციოლოგიაში, დ.ტვილდიანის სახელობის სამდიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსის გულნარა დვალის უშუალო ჩართულობით. მენიუ შედგენილია იმგვარად, რომ ბავშვის კვების რაციონში გამოყენებულია ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის. აღსაზრდელების ყოველდღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 1292 კკალორიას შეადგენს. გარდა ამისა, რაციონში გათვალისწინებულია ნუტრიციოლოგიაში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე ტენდენციები, როგორიცაა მარილის და მარტივი შაქრის რაოდენობის შემცირება ბავშვთა კვებაში. რაციონიდან ამოღებულია ასევე ტკბილი და კოფეინშემცველი სასმელებიც: შავი ჩაი, კაკაო, კომპოტები, ხილის კონსერვირებული წვენები. სამაგიეროდ, ყოველდღიურ რაციონში გათვალისწინებულია ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტები.
შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდის სამსახურის მიერ შემუშავებული მენიუ სრულ შესაბამისობაშია მთავრობის #487 დადგენილების მოთხოვნებთან.
საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, გვინდა, კიდევ ერთხელ წარმოდგინოთ როგორც მთავრობის #487 დადგენილება, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული 10-დღიანი მენიუ-ფაქტურები.”
იხილეთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული 10-დღიანი მენიუ-ფაქტურები:
ამავე თემაზე:
იანვრიდან ბაღებში კვების რაციონი გაუარესდა – ბავშვების შიმშილობა თუ ევროსტანდარტები?
როდიდან გახდება საჯარო ბაღები ფასიანი – თბილისის ვიცე მერის პასუხი
საბავშვო ბაღების სამუშაო საათები შესაძლოა, 20:00 საათამდე გახანგრძლივდეს
ბაღებში პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ ხელფასების ზრდა იგეგმება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება


