GE

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე გორის უნივერსიტეტმა იმიტირებული არქეოლოგიური ველი წარმოადგინა

28 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა.

სამეცნიერო ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების სტუდენტებისა და სკოლის მოსწსავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე გორის უნივერსიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა იმიტირებული არქეოლოგიური ველი და შიდა ქართლის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები.

პიკნიკის დროს, გორის უნივერსიტეტის კარავთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო, სტუმრები აქტიურად ჩაერთვნენ იმიტირებულ გათხრებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური