GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი გიორგი შენგელაია.

– რომელი იყო ის წიგნი, რომლითაც კითხვა დაიწყეთ და თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?

 – ბავშვობაში ჩემზე ვაჟა-ფშაველას მოთხრობებმა და ლექსებმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. იგივე შეგრძნებები დამრჩა მარკ ტვენის წაკითხვისასაც. შემდეგ, უკვე ასაკი რომ გემატება, სხვა ლიტერატურა მოდის წინა პლანზე. დაახლოებით ათი წიგნია ჩემს პატარა კარადაში, რომელსაც სულ ვუბრუნდები ხოლმე. ასეთია პლატონის ფილოსოფია, კამპანელას „ოქროს ქალაქი“. ამ კარადაში საშუალო წიგნებს არ ვაჩერებ, მათში, ბუნებრივია, დიდი ქართველი მწერლებიც შედის და მე ამით დღემდე ვსაზრდოობ. 18-19 წლის რომ ვიყავი, სანამ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარებდი, ჩემი სამეგობრო წრე დიდი მომავალი მწერლებისგან გურამ რჩეულიშვილისგან და ერლომ ახვლედიანისგან შედგებოდა. მაშინ ჩვენ უკვე უფრო დიდი ადამიანებისთვის განკუთვნილ ლიტერატურას ვკითხულობდით. ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი და ბარათაშვილი და რუსული ლიტერატურიდან ტოლსტოი, ყოველთვის მათი მოტრფიალე ვიყავი, დღემდე მათით ვსაზრდოობ და ხშირად ვუბრუნდები ხოლმე.

გიორგი შენგელაია Aris.ge-განათლებასთან ამბობს, რომ დღეს, ჩვენ ისეთ ისტორიულ მონაკვეთში ვართ, რომ ახალგაზრდობა გადასულია უცხოეთის მიბაძვასა და ყველაფერ უცხოურზე. ქართული ყველაფერი დაავიწყდა. სწორედ ამიტომ, კინორეჟისორი ახალგაზრდობას ქართული კლასიკური ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, სწორედ იქაა ყველაფერი რაც დღევანდელობასა და ჩვენს მომავალს სჭირდება.

მაშ ასე, გთავაზობთ გიორგი შენგელაიას მიერ შერჩეული საკითხავი ლიტერატურისა და მწერლების სიას:

  • ვაჟა-ფშაველა
  • შოთა რუსთაველი
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • დავით გურამიშვილი
  • ილია ჭავჭავაძე
  • დავით კლდიაშვილი
  • ბესიკი
  • შექსპირი
  • დანტე ალიგიერი
  • პეტრარკა
  • ბაირონი

„უცხოური ლიტერატურა ძალიან ბევრია და მეტ-ნაკლებად მაინც კითხულობენ. ქართული ლიტერატურის კითხვის კი ძალიან დიდი დეფიციტია. ახალგაზრდობამ ინგლისური ისწავლა და მოსწონს უცხოენოვანი წიგნების კითხვა, მაგრამ მე მაინც ვურჩევდი, რომ დაუბრუნდნენ ქართულს, ეროვნულს, კლასიკურ ლიტერატურას. გაგიკვირდებათ და მე ახლა ივანე ჯავახიშვილს ვკითხულობ. ისტორიის მეორე ტომში ვეძებ იმ ფესვებს, როგორ უნდა წავიდეთ და რა გზით ვიაროთ“, –  ამბობს გიორგი შენგელაია.

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია მარიკა ლორთქიფანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური