GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გაღვივებისთვის შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ(ლადო) პაპავა:

– რომელი წიგნი წაიკითხეთ პირველად და რას კითხულობთ დღეს?

– მიჭირს გახსენება, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე. ალბათ, ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“. მახსოვს, ჩემზე ძალზედ დიდი ზეგავლენა ჰქონდა კლასის დამრიგებელს. მისი რეკომენდაციით წავიკითხე დიდი რუსი მწერლის ივანე ტურგენევის რომანი ”მამები და შვილები”, რომელიც ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე ამ მწერლის სხვა რომანებიც წამეკითხა. მამიდაჩემს ჰქონდა შესანიშნავი ბიბლიოთეკა, საიდანაც წავიკითხე ტურგენევის თხზულებათა ტომების უმრავლესობა. შემდეგ ჩემი ცხოვრების ”ტურგენევის პერიოდი” ჩაანაცვლა ”ტოლსტოის პერიოდმა”, ”დოსტოევსკი პერიოდმა”. მახსენდება, რომ ასევე დიდი რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებებს გული ვერ დავუდე. ამჟამად ჩემ ცხოვრებაში კი ჩეხი მწერლის  ”მილან კუნდერას პერიოდია”. რამდენიმე დღეა დავასრულე მისი ერთ წიგნად გამოცემული ორი რომანი „აუჩქარებლობა“ და „ნამდვილობა“. ძალიან რთულია იმ წიგნების გამორჩევა, რომლებმაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. თუმცა, აქვე დავაზუსტებ, რომ მე უფრო მწერალი მტოვებდა აღფრთოვანებულს. სტუდენტობიდან მოყოლებული პრაქტიკულად უწყვეტად ვკითხულობ სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურას მეცნიერების იმ დარგში, რომელშიც ვმოღვაწეობ, ანუ ეკონომიკაში; ასევე მიყვარს გეოპოლიტიკური ლიტერატურის კითხვაც.

მაშ ასე, გთავაზობთ ვლადიმერ (ლადო) პაპავას მიერ შემოთავაზებულ მწერლებისა და მათი ნაწარმოებების იმ სიას, რომელმაც თსუ რექტორზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა:

  • თედორე დოსტოევსკის რომანები: „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“, „ძმები კარამაზოვები“ და ა.შ.
  • მიხეილ ჯავახიშვილის რომანები: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „თეთრი საყელო“ და ა.შ.
  • მილან კუნდერას რომანები „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“, „უკვდავება“.

„წიგნი, რომელიც არ დაგაფიქრებს, რომელიც თუნდაც კარგად ცნობილ საკითხს ახლებურად არ დაგანახებს, ჩემი აზრით, წასაკითხი არ არის. რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ წაკითხულის შესახებ და განვიცდი იქ აღწერილ ისტორიას, მით უფრო მნიშვნელოვანია ასეთი წიგნი ჩემთვის. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ასაკში ჩასაფიქრებელი და განსაცდელი სხვადასხვა თემებია. რა თქმა უნდა, სამეცნიერო საქმიანობა ხელს გიშლის მხატვრული ლიტერატურა იკითხო, რადგანაც წასაკითხი პროფესიული ლიტერატურა იმდენად დიდია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოიცალო მხატვრული ლიტერატურისათვის. თუმცა, ყოველთვის შეიძლება ამისათვის დრო მაინც მოძებნო. მაგალითად, მე, მოუცლელობის მიუხედავად მხატვრულ ლიტერატურას ძირითადად თვითმფრინავით მრავალსაათიანი ფრენების და საზღვარგარეთ სასტუმროში დავენების დროს ვკითხულობ ”, –  უთხრა Aris.ge-განათლებას ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, ლიტერატურას ძირითადად რუსულ ენაზე ნათარგმს კითხულობს, რადგან ქართულად ნათარგმნი ნაწარმოებები არცთუ იშვიათად უხარიხსოა.

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია მარიკა ლორთქიფანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური