GE

CIU-ს სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ

15 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში 5 პროექტი განიხილეს, რომელთა განხორციელებაც 20 დეკემბრიდან დაიწყება და შემდეგი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება.

ცნობისთვის, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული მოდელია, რომელიც არაერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმი პრაქტიკაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას ადმინისტრაციას, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის.

მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინიციატივები გააჟღერონ და აქტიურად წარდგნენ ფაკულტეტის სხვადასხვა ღონისძიებაზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური