„დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება“ – ცნობილია რას გაითვალისწინებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას ეხება ვკითხულობთ, რომ დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, განსაზღვრულია რა კომპონენტებს მიექცევა ყურადღება ახალი სახელფასო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში.
“მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს აღმზრდელ-პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მოდელირება, რაც უზრუნველყოფს, კვალიფიკაციის, დაგროვილი გამოცდილების, პროფესიული განვითარებისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ანაზღაურების სამართლიანი და ღირსეული სისტემის შექმნას”, – წერია მოხსენებაში.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 2,043.20 მლნ ლარი, ხოლო 2025 წლის დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა 418.93 მლნ ლარით და შეადგინა 2,462.14 მლნ ლარი. ამასთან, 2025 წელს გაიზარდა საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო 10%-ის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურება მინიმალურია და უმეტესად რამდენიმე ასეულ ლარს შეადგენს.
ასევე იხილეთ:
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება