დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო, 2025 წლის გამოცდებიდან 9 აბიტურიენტი მოიხსნა – სტატისტიკა
“საგამოცდო პერიოდში გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანება. გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო”.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით განათლების სამინისტრო აქვეყნებს.
სხვა გამოცდების საერთო სტატისტიკა კი ასეთია
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 69%-მდე გრანტის მაძიებელი სტუდენტი გამოცხადდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების 80% – საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. დაახლოების 83%-ზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლობის მაძიებლები არიან, ან აბარებენ გამოცდას.
2025 წლის გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
2025 წლის გამოსაცდელთა ნაშრომების გასწორება დაწყებულია. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.
როდის დაიწყება ზაფხულის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება – NAEC-ის განმარტება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნუული ცენტრი განმარტავს მომდევნო საფეხურებს:
2025 წლის საგამოცდო პროცესის ძირითადი სესიები დასრულებულია.
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტები შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც მთლიანი ტესტის შეფასება, ასევე შეფასება ცალკეულ დავალებებში.
აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ, შესაბამისად, მათ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადახედონ საკუთარ არჩევანს და, რაც მთავარია, ნებისმიერი შეტანილი ცვლილება დაიმახსოვრონ.
80 000-მდე აპლიკანტს მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურებოდა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება