GE

„დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია პროფესიულ განთლებაში, ვიდრე უმაღლესში“

პროფესიული გამოცდების საგაზაფხულო სეზონის შედეგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აფასებს. ალექსანდრე ჯეჯელავა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იმატებს და დასაქმების მაჩვენებლიც იზრდება.

„წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ვიდრე შარშან. გეთანხმებით, დარეგისტრირებული პირების დაახლოებით 30% გამოცდაზე არ გამოცხადდა, თუმცა ასეთი რამ ხდება, ზოგი მეგობარს მიჰყვება და ისე, უბრალოდ რეგისტრირდება. ძალიან კარგი საგაზაფხულო მიღება გვქონდა პროფესიულ განათლებაში. წელს 25%-ით მეტი სტუდენტია შარშანდელზე, ანუ პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და ასევე იზრდება მისი პოპულარობაც.

„ახალ კანონს ვამზადებთ, რომლის ამოქმედების შემდეგაც  ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება პროფესიული სწავლების პოპულარობა. ასევე ვითარდება დუალური პროგრამები, ეს ნიშნავს ავტომატურად, რომ კერძო კომპანია პროცესში თავიდანვე იქნება ჩართული. 20 ასეთი პროგრამა  გვაქვს და 50-მდე მზადდება. დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია პროფესიულ განთლებაში, ვიდრე უმაღლესში, შესაბამისად გვინდა ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ამ ხალხის მომზადების ხარისხი“, – ამბობს განათლების მინისტრი.

პროფსასწავლებლის სტუდენტი 2017 წელს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი გახდა

პროფესიული განათლება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური