GE

დახმარება მათთვის, ვინც ქართულის გამოცდაზე უკვე გავიდა და მათთვისაც, ვინც ჯერ არ გასულა – სპეციალისტი საგამოცდო ცენტრიდან

„ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტების დიდი ნაწილი მეუბნება: „არა, ეს ტესტი რთული იყო”, “ბევრი დრო დამჭირდა”, “ვერ ავიღებ მაღალ ქულას”, მაგრამ ეს შეიძლება ღელვის ფონი უფროა, ვიდრე რეალობა, მოდით ერთად გადავამოწმოთ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ქუთაისის საგამოცდო ცენტრთან მყოფი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, რეპეტიტორი, ანა შვანგირაძე.

სპეციალისტის შეფასებით, ქართული ენის საგამოცდო ტესტში ყოველთვის არის მარტივი, რთული და ნაკლებად რთული დავალებები. პირველი ნაწილი კი იმიტომ ერთულათ, რომ არა მარტო სააზროვნო უნარებს, ფაქტობრივ ცოდნასაც ამოწმებდა. მაგალითად, სთხოვდათ გაერჩიათ ჰიპერბოლა, შედარება, ეპითეტი. რეპეტიტორი აბიტურიენტებს ურჩევს, პანიკას ნუ გამოიწვევენ, ხოლო მათ ვისაც ჯერ გამოცდა არ ჩაუბარებია, კარგად გადაიმეორონ ან გაიხსენონ მხატვრული აზროვნების ფორმები, ამოიწერონ შედარებისა და მეტაფორის მაგალითები.

რეპეტიტორი პირველი ნაკადის გამოსაცდელებს აფრთხილებს, რა შემთხვევაში უნდა თქვან, რომ ტესტი იყო რთული და პანიკა არ გამოიწვიონ მომდევნო ნაკადის გამოსაცდელებში:

1. თუ ტესტის 3 დავალებიდან ერთი შედარებით რთული აღმოჩნდა – დაგჭირდათ ჩვეულ დროზე 10-15 წუთით მეტი, უკმაყოფილო ხართ მისი შესრულებით, ასე გადაჭრით ვერ იტყვით, რომ ტესტი იყო რთული. მაგრამ თუ ყველა დავალებაში ჩვეული დროის ლიმიტს იმავე დროით გადაუსწარით, მაშინ რედაქტირების დავალების შესრულების შემდეგ, უბრალოდ გადაიწვით, იქნებ ასეცაა.

2. სხვა გამოსაცდელებთან გადაამოწმეთ და აღმოაჩინეთ, რომ რედაქტირების დავალებაში მარტო პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები ნახეთ. სინტაქსური ვერცერთი შეცდომა ვერ იპოვნეთ. შეუძლებელია, რომ ასეთი შეცდომა არ ყოფილიყო. ე.ი. ეს დავალება იყო რთული და თქვენ, ყველას ერთად, გაგიჭირდათ მისი შესრულება.

3. წაკითხულის გააზრებიდან კითხვები კონკრეტული იყო თუ დამაბნეველი? რის ცოდნას გთხოვდნენ? ძირითადი თეზისის გასააზრებლად 3-ზე მეტჯერ წაიკითხე ტექსტი და ამის შემდეგაც ვერ დაინახე პრობლემატიკა და იგივეს ამბობ? მაშინ დავფიქრდეთ…

4. ნუ ისაუბრებთ მხოლოდ თქვენი ცოდნის დონის აბიტურიენტებთან, ვინც იცით, რომ თქვენზე ბევრად მეტი იცოდა, მას ჰკითხეთ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური