დედაენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის დადგენილებით, არამატერიალური მნიშვნელობის ძეგლს „დედაენა − ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი“, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმის − ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ძეგლებს: არმაზისციხეს, მცხეთის აკლდამას, ბებრის ციხეს, არმაზისხევის კომპლექსს, სამთავროს სამაროვანს, ნამოსახლარებსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „დედაენას“ (ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია”, – ვკითხულობთ შესაბამის დადგენილებაში.
შესაბამისად, დადგენილების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი სახით – „კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის − „დედაენისთვის“ (ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“.
ამავე თემაზე:
„გოგებაშვილის მეთოდის“ პარადოქსი
რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი
მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება