GE

ჯანდაცვის მინისტრის განმარტება სტუდენტების სავალდებულო იმუნიზაციის თემაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე სტუდენტებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი, როგორც სტუდენტებისთვის სავალდებულო პროცესი, არ განხილულა.

ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ 17 ივნისს „რუსთავი 2“- ის ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ისევე როგორც საზღვარგარეთ, საქართველოშიც ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ეს წესი კი სტუდენტებზეც ვრცელდება.

„დღესდღეობით არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, აქედან გამომდინარე ეს პროცესი ამ ეტაპზე ჩვენთანაც არ განიხილება როგორც სავალდებულო პროცესად, თუმცა თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ზევით ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში და, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოების მიზნით, მიზანშეწონილი არის და ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ ისინიც ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამ ეტაპისთვის სტუდნეტებისთვის სავალდებულოდ ვაქცინაციის პროცესის განხილვა არ ყოფილა“, – განაცახადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ზაფხულის შემდეგ, ყველა მასწავლებელი და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში და სკოლაში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური