GE

„ჯერ I და III კლასების მოსწავლეებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, შემდეგ კი მაღალკლასელებსაც“ – ზუგდიდის რესურსცენტრი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ინგირის მეორე საჯარო სკოლაში რამდენიმე კლასის მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მოსწავლეების გარდა, კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მასწავლებელსაც.

“ჯერ პირველი და მესამე კლასების მოსწავლეებს დაუდასტურდათ ვირუსი, შემდეგ კი მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებსაც. ასევე, ორ პედაგოგს. შესაბამისად, აღნიშნულ კლასებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება”, – აღნიშნა ბულიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფლების სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 18 იანვრიდან მიმდინარეობს.

წყარო:  რადიო “ათინათი”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური