GE

EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს

ძვირფასო არის.ჯი -განათლების მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2017 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში, ჯანმრთელობას,  მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2016 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ყოფნისათვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს  ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

2016 წლის განმავლობაში, საგრძნობლად, 25%-ით გაიზარდა არის.ჯი-განათლების ცნობადობა, რაც მომხმარებლების რაოდენობაში გამოიხატა. 2016 წელს, თითქმის 2,400,000–ი  განათლების საკითხებით დაინტერესებული მომხმარებელი ჩვენი საიტის 12 მილიონ გვერდს ესტუმრა.

2017 წელს ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას განათლების სამინისტროს და მისი სტრუქტურების მიერ დაანონსებული გეგმების შესრულების პროცესსა და შედეგებს,  მეტ ყურადღებას მივაქცევთ პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარე მოვლენებს, რასაკვირველია, კიდევ უფრო ყურადღებიანნი ვიქნებით მასწავლებლების პროფესიული ცხოვრების საკითხების მიმართ. გპირდებით, რომ გამოვაქვეყნებთ მეტ საინტერესო ინფორმაციას, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!

2017 წელს  ჩვენ სრულად ავამუშავებთ შვილობილ პროექტს – EDUKIDS.GE, რომელიც შეეხება, როგორც ბავშთა აღზრდასა და განვითარებას, ასავე სკოლამდელ და სასკოლო განათლებას.

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2017 წელი,

არის.ჯი- განათლების გუნდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური