GE

EDU.ARIS.GE-ს კონკურსის – „ბოლო ზარის არტი 2025“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია!

და აი ისიც! ძვირფასო სკოლადამთავრებულებო, გამოვლინდნენ EDU.ARIS.GE-ს კონკურსის – „ბოლო ზარის არტი 2025“ გამარჯვებულები!!

გამარჯვებულია 3 საუკეთესო პერანგზე ხელით ნახატისა და 3 საუკეთესო პერანგზე გადატანილი „პრინტის“ მფლობელი.

კონკურსში 149 პერანგი მონაწილეობდა, ნამუშევრების სრულ კოლექციას ნახავთ ალბომში, ჟიურის კი 6 საუკეთესოს გამოვლენა ცხარე კამათის ფონზე მოუწია 😀

პრიზებსაც გეტყვით და შემდეგ გამარჯვებულების სიას „ამოგიკითხავთ“ 😀 <3
გამარჯვებულებს კომპანია „ტელკო სისტემსი“ TENDA-ს ქსელური მოწყობილობებით აჯილდოებს!

პირველი ადგილი
Tenda TX12 Pro -Wi-FI 6 AX3000 სტანდარტის მაღალი სიმძლავრის როუტერი

მეორე ადგილი 
TX2L Pro Wi-Fi6 AX1500 სტანდარტის როუტერი, Mesh მხარდაჭერით

მესამე ადგილი
cp3 pro – 3MP Wi-Fi ჭკვიანი კამერა სახლისთვის 360° ბრუნვით, მიკროფონით და სპიკერით

დაააა,
ესეც ჩვენი გამარჯვებული ბოლო ზარელები:

კატეგორია „ხელით შესრულებული ნახატი“:
1 ადგილი – ანა გოგნიაშვილი, ქ. რუსთავის #23 საჯარო სკოლა;
2 ადგილი – აისელ ნამაზოვა, დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლა;
3 ადგილი – ნინო გუგეშაშვილი ქ. თბილისის #160 საჯარო სკოლა.

კატეგორია „პრინტი“:
1 ადგილი – დათო შეყრილაძე, ქ.რუსთავის #18 საჯარო სკოლა;
2 ადგილი – დავით ფაშაოღლი და დავით ჩახვაძე, ქ.თბილისის #177 საჯარო სკოლა;
3 ადგილი – დათა ლომიძე, კერძო სკოლა „აისი“.

EDU.ARIS.GE სპეციალურ პრიზს, წიგნს, გადასცემს 71-ე საჯარო სკოლის კლასის დამრიგებელს, ორიგინალური პერანგისთვის, ქალბატონ მერი კვირიკაშვილს, რომელმაც საყვარელი მოსწავლეების სახეებით გაფორმებული პერანგი მოირგო.

გილოცავთ! სიყვარულით, მომავალ კონკურსამდე!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm