GE

ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი X, XI და XII კლასებისთვის გამოქვეყნდა

განათლების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის გზამკვლევი გამოაქვეყნა.

როგორც უწყება განმარტავს, დოკუმენტში საკითხები განხილულია პედაგოგების მიერ ხშირად დასმული შეკითხვების ანალიზის ფონზე. თითოეულ შეკითხვას ახლავს სავარჯიშო, რომელიც მკითხველს მოცემული ინფორმაციის გააზრებაში დაეხმარება.

საშუალო საფეხურის გზამკვლევის სრული ვერსია

“2022-2023 სასწავლო წლიდან იწყება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა საშუალო საფეხურზე. საშუალო საფეხურის გზამკვლევი სასკოლო საზოგადოების წევრებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გააზრებასა და მის საფუძველზე სასწავლო პროცესის დაგეგმვა-წარმართვაში დაეხმარება. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები ოთხ ნაწილად შეიძლება დაიყოს: სასწავლო პროცესის ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე; სასწავლო შინაარსის/საკითხების შერჩევა და დამუშავება გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებით; სასწავლო პროცესისდაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე; შეფასების ორიენტირება მოსწავლის პროგრესზე; უპირობო პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება; სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური მონაწილეობა სასკოლო კულტურის განვითარების პროცესში. დოკუმენტში ეს საკითხები განხილულია პედაგოგების მიერ ხშირად დასმული შეკითხვების ანალიზის ფონზე. თითოეულ შეკითხვას ახლავს სავარჯიშო, რომელიც მკითხველს მოცემული ინფორმაციის გააზრებაში დაეხმარება”, – აცხადებს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი.

ასევე იხილეთ:

X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სამ საგანში პროექტების განხორციელების ვალდებულება აქვთ – როგორია პროცესი და ეტაპები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური