„ერთ თვეში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციას წარმოგიდგენთ“ – ირაკლი კობახიძის განცხადება
„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ თუნდაც სისტემის გადაწყობის საფუძველზე მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 27 ივნისს, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე ისაუბრა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მოხსენებას წარადგენს.
მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარუდგენენ:
“ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება ამ მიმართულებით. ამისათვის შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის.
“მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობებით შექმნით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ეს იქნება მართლაც ამბიციური რეფორმა, რომელიც განხორციელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში – თბილისში რუსთავის მიმდებარედ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია
„ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება