GE

ერთიანი ეროვნული და მაგისტრატურის გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სია განახლდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში და სხვა ცვლილებებთან ერთად, განახლდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულმა პირმა უნდა წარმოადგინოს.

მინისტრის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ განსაზღვრულ პირებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის/მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის ქონის შემთხვევაში, უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შემთხვევაში – სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტს.

რაც შეეხება დოკუმენტების განახლებულ სიას, ის ასეთია:

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მიღების ან საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად);

გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა, ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში);

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების განცხადებას, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, ასევე უნდა დაერთოს საქართველოს მოქალაქეობის არქონის თაობაზე უფლებამოსილი დაწესებულების დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ცენტრში განცხადების რეგისტრაციამდე არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

9. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ).

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ​1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა, ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:

ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;

ე.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას;

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი“.

გარდა საჭირო დოკუმენტების განახლებისა, ახლებურად ჩამოყალიბდა წარდგენილი დოკუმენტების განხილვის წესშიც. დეტალურად იხილეთ განათლების მინისტრის ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

„ეს კონკურენციას აქვეითებს“ – განათლების მინისტრი აცხადებს, რომ აბიტურიენტები ჩაბარებას „უშრომელად, ძალიან დაბალი ცოდნის ხარისხით“ ახერხებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური