ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დაიწყო
2024 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერას დაიწყებენ, რომელიც დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – გამოქვეყნდა 2024 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
2024 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისათვის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათ შორის არიან მე-11 კლასის მოსწავლეებიც.
რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2024
რაც შეეხება ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად წელს 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ეცდება, ყოველდღიურად მოგაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება