GE

„ესემ მომიღო ბოლო“ – რას ამბობენ ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

აბიტურიენტებმა 14 ივლისს არჩევით საგნად ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. როგორც მუხიანის 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა  EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, ძალიან ერთულათ ლიტერატურის გამოცდა, ვინაიდან ზოგადი ხასიათის კითხვები მოვიდა ნაწარმოებებიდან. აბიტურიენტებს განსაკუთრებით ესეს წერა გაუძნელდათ.

„ძალიან რთული გამოცდა იყო. კონკრეტული კითხვები არ ყოფილა. ზოგადი ხასიათის იყო. სულ 15 ნაწარმოებიდან მოვიდა კითხვები. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანიდან“ იყო 6 კითხვა. „ყივჩაღის პაემნიდან“ – 2. ზოგს ერთი კითხვა ჰქონდა და ა. შ. „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ავთანდილი რომ ეძებს ნესტანს, ის ეპიზოდი. „შუშანიკის წამებიდან“ ციტატა და კითხვა: „რატომ მიაჩნია სამგზის საწყალობელი ვარსქენი“. ამას ასე ვუპასუხე: ,,იმიტომ რომ, ჭეშმარიტი ღმერთი უარყო“. „აბო თბილელიდან“ ციტატა: „მეცხრე დღე იყო, რაც საპყრობილეში იმყოფებოდა აბო…” ციტატა არ იყო დასრულებული და კითხვა მოსდევდა, – „რა უთხრა თავის თანამესაკნეებს აბომ?“ პასუხი იყო: „მალე მოახლოვდება დღე ჩემი სულის და ხორცის გაყრისა“. მოვიდა ასევე ბარათაშვილის „არ უკიჟინო სატრფოო“. „დავითიანიდან“ ეპიზოდი იყო მოცემული და კითხვა ერთვოდა, „რის გამო დაზრახავენ ავტორსო“.

არც „ჯაყოს ხიზნები“ მოსულა, არც „შელოცვა რადიოთი“ და არც გამსახურდია. ქარჩხაძის „იგი“ მოვიდა და კითხვა ერთვოდა თან „იგი როდის მიხვდება, რა დარჩებოდა იგისგან?“, ასევე – „ზუ რატომ გაახსენდა, როცა იფიქრა, რომ იგისგან რაღაც დარჩებოდა“.

ესემ მომიღო ბოლო. შედარებითი ანალიზი უნდა დაგეწერა ქარჩხაძის „რაჰათ ლუხუმისა“ და გივი გეგეჭკორის ლექსის „თევდორე“-ს შესახებ. ჯერ პირველ ნაწარმოებზე უნდა გემსჯელა, შემდეგ – მეორეზე და ბოლოს – შეგედარებინა ორივე, მსგავსება – განსხვავებები და მხატვრული ხერხები დაგეწერა.

ესე იყო, ვიღაცამ 1913 წელს წაიკითხა ლექცია და ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ დრომორჭმულ თემებს უკავშირდებოდა. უნდა დაგვეფიქსირებინა დრომორჭმული იყო თუ არა. წინა წლების ტესტებთან შედარებით მართლა ძალიან რთული იყო. ამას ყველა აღნიშნავდა. კითხვებიც და არგუმენტირებული ესეც ძალიან ზოგად თემებზე მოვიდა“, – გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

80-ქულიანი ლიტერატურის ტესტის ხანრძლივობა 4 საათი და 15 წუთი იყო, თუმცა, როგორც აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, ბოლომდე თითქმის არავინ გაჩერებულა. რაც იცოდნენ და როგორც, ისე გააკეთეს.

„ლიტერატურას ვაბარებ მეოთხე საგნად. ძალიან რთული იყო. კითხვები ძალიან გამიჭირდა, რადგან ზოგადი იყო და ნაწარმოებების კონკრეტულ ნაწილს არ შეეხებოდა. „ვეფხისტყაოსნიდან“ 6 შეკითხვა მოვიდა ისეთი ნაწილიდან, რომელიც ძალიან უმნიშვნელოა. ესეც ძალიან ზოგადი იყო, ვერ შეუსაბამებდი კონკრეტულად რომელიმე ნაწარმოებს.

მხატვრული ანალიზი შედარებით მარტივი იყო. ჯემალ ქარჩხაძის „რაჰათ ლუხუმის“ და გივი გეგეჭკორის ლექსის „თევდორეს“ შედარებითი დახასიათება. სხვა საკითხებთან შედარებით, ეგ მომეწონა უფრო. ვვარაუდობ, რომ 60-ქულამდე ავიღებ“, – გვითხრა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა მეორე აბიტურიენტმა.

„გოგოს ისეთი დეკოლე ეცვა, შინაგანი სამყარო უჩანდა“ – ფრთიანი ფრაზები 2017 წლის ეროვნული გამოცდებიდან

ინფორმაცია გამოცდების შესახხებ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური