GE

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტი – „ჩემთვის ძალიან რთული გამოცდა იყო“

177-ე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგონაც აბარებდა, რომლის თქმითაც, გამოცდა მისთვის ძალიან რთული იყო. როგორც ის EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, მასაც იგივე საკითხები მოუვიდა, რაც ქართულ გარემოში გაზრდილ აბიტურიენტებს. როგორც აღმოჩნდა, ის ერთადერთი არაა, ვისაც ქართულის გამოცდის ჩაბარება უჭირს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტების საგამოცდო პრობლემებზე ჩვენთან გამოცდაზე გასული გოგონას ნათესავმა მედეა ხმალაძემ ისაუბრა, რომელიც გასულ წელს ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა:

„მე სომეხ საზოგადოებაში გავიზარდე, რუსულ სკოლაში დავდიოდი, ესეებს არც ვწერდით. ასეთ შემთხვევაში ქართულად აზროვნება და განსაკუთრებით ესეს დაწერა ძალიან რთულია. ეროვნული გამოცდები გასულ წელს ჩავაბარე, მეც იგივეს დაწერა მომიწია, რაც ქართულ გარემოში გაზრდილ აბიტურიენტებს. უმჯობესი იქნებოდა, რაღაც შეღავათები მოეცათ, როგორც ადრე იყო. სისტემა, ალბათ, სტუდენტების რიცხვის შესამცირებლად შეცვალეს. აქ დღეს ყველა სტუდენტია და მათი რაოდენობის შემცირებას ეთნიკური უმცირესობების ხარჯზე ცდილობენ, თუმცა მხოლოდ ეს არაა – პროგრამა ყოველ წელს რთულდება.

ჩემს სომეხ ნათესავს გამოცდა ძალიან ერთულა, თემებიც კი ვერ გვითხრა ზუსტად. ესე ტოლერანტობაზე მოუვიდა და კარგად ვერ გაიგო არსი. რეპეტიტორის აყვანა დიდ ხარჯებს მოითხოვს, მოსამზადებელ ცენტრში დადიოდა, სადაც მხოლოდ გრამატიკულ მასალაზე ამეცადინებდნენ. ასეთ სიტუაციაში არიან ეთნიკური უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას ცდილობენ“,– გვითხრა მედეამ.

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ ვარიანტში

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტთა 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური