გამოქვეყნდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადა და ინსტრუქცია
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” შესაბამისად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისიდან – 19 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
როგორც მასწავლებლის სახლის მიერ დღეს, 19 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
“როდესაც მასწავლებელი სრულად ატვირთავს და გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.
“მასწავლებლებს დოკუმენტაციის ატვირთვა შეეძლოთ მთელი წლის განმავლობაში და შეუძლიათ ახლაც, წარდგინების პერიოდის ჩათვლით – პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება და სკოლის მიერ მასწავლებლის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 19 ივლისისა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ელექტრონულ სისტემაში (eschool) დოკუმენტების ატვირთვის/განთავსების და წარდგინების ინსტრუქცია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება