განათლების კოდექსის შემუშავების პროცესში შესაძლოა, მსოფლიო ბანკი ჩაერთოს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, მსოფლიო ბანკი განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავების პროცესში ჩაერთოს.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს მიერ 4 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კომიტეტის წევრებმა შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსთან.
შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
„დეტალურად განვიხილეთ მსოფლიო ბანკის ყველა ის პროექტი, რომელიც განათლებასა და მეცნიერებას, ასევე, ადამიანური კაპიტალის მხარდაჭერას უკავშირდება. სტუმარს გავაცანით ჩვენი მიმდინარე პროექტები და აღნიშნულ საკითხებში ჩართულობა ვთხოვეთ, განსაკუთრებით, განათლების და მეცნიერების კოდექსის შემუშავების პროცესში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას ყველა ამ პროექტის განსახორციელებლად“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება