განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2026 წელს 2 615,3 მლნ ლარით განისაზღვრა – ბიუჯეტის პროექტი
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს მთავრობის მიერ, უკვე დარეგისტრირდა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
EDU.ARIS.GE ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონს განათლების მიმართულებით გაეცნო, სადაც ვკითხულობთ, რომ 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიჯამურად შეადგენს 35,5 მლრდ ლარს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 615,3 მლნ ლარით.
გასულ წელთან შედარებით, განათლების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი შემცირებულია, რისი მიზეზიც დოკუმენტში მოცემული შემდეგი განმარტებით აიხსნება:
“ამასთან აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის ფუნქციებიც გადანაწილდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროებზე, შესაბამისად 2025 წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება 2026 წელს გათვალისწინებულია ზემოაღნიშნულ სამინისტროებში. ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილითანხები 2026 წელს შეადგენს 3 228,8 მლნ ლარს“, – წერია ბიუჯეტის პროექტში.
განათლების მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 885,9 მლნ ლარი;
პროფესიული განათლება – 214,9 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 192,0 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 92,9 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 92,8 მლნ ლარი;
ახალგაზრდობის მხარდაჭერა – 15,6 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურა:
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 622,5 მლნ ლარი;
საჯაროსკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებულია – 58,0 მლნ ლარი;
სკოლების მცირე რეაბილიტაციებისა და მოვლა-შენახვის ხარჯებისათვის – 43,0 მლნ ლარი.
როგორც მთავრობა განმარტავს, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, მომდევნო 3 თვის განმავლობაში ერთის მხრივ განხორციელდება მაკროეკონომიკური დინამიკის ანალიზი, აქტიური კონსულტაციები გაიმართება პარლამენტთან და შესაბამისად მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება