განათლების მინისტრი: მივიღეთ მოცემულობა, რომ სკოლების 71%-ში დარეგისტრირდა დირექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი
“გამოვრიცხავთ სკოლის დირექტორთა წარდგენის პროცესის პოლიტიზირებას და ყველა კრიტიკოსს მოვუწოდებთ, ჯერ გაერკვნენ საკითხში და შემდეგ აკეთონ კომენტარები”, – ასე გამოეხმაურა 9 ოქტომბრის მთავრობის სხდომის შემდეგ განათლების მინისტრი საზოგადოებაში არსებულ პრეტენზიას, საჯარო სკოლების უმეტესობაში სკოლის დირექტორის თითო კანდიდატის წარდგენის საკითხზე.
“ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელია რაიმე ნიშნით ამ პროცესის პოლიტიზირება ან ჩირქის მოცხება. პროცესი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს ღიად, საჯაროდ, ტრანსფარანტულად და ინკლუზიურად. კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე სხვა, საზოგადოების წარმომადგენლები. არავის, ბოლო სამი ოთხი თვის განმავლობაში, რაც ეს პროცესი მინდინარეობს, არც ერთ კანდიდატს, ორგანიზაციას თუ პიროვნებას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით არის მიკერძოებული, ან არასამართლიანი. ბუნებრივია, ყველაფერი კომისიაზე იყო…
“აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ვინაიდან ისმის ბრალდებები, რომ რატომ არის თითო კანდიდატი წარდგენილი ბევრ სკოლაში. ეს არ არის სამინისტროს გადაწყვეტილება, ეს არასამართლიანი და საკითხში ჩაუხედავი კრიტიკაა. იმ სკოლების, რომელშიც ახლა კონკურსი ტარდება, დაახლოებით 71%-ში მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა შემოტანილი განაცხადი. კონკურსი იყო ღია, საჯარო და აბსოლუტურად ყველა მსურველს ჰქონდა სრული უფლება, შემოეტანა. მივიღეთ მოცემულობა, რომ სკოლების 71%-ში დარეგისტრირდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და ბუნებრივია, სამინისტროს არავითარი სხვა შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა სურვილის შემთხვევაშიც კი, რომ ერთზე მეტი კანდიდატი წარედგინა ამა თუ იმ სკოლაში. კომისიამ გაუწია რეკომენდაცია და ბუნებრივია, ერთია წარდგენილი. ისევ სასკოლო საზოგადოების ხელშია – სამეურვეო საბჭოების, რომელი კანდიდატია მათთვის მისაღები. ეს არ იყო სამინისტროს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ამილახვარმა.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება