განათლების მინისტრის ბრძანების გაბათილებას ირაკლი კობახიძისგან საჩივრით ითხოვენ – დირექტორთა კონკურსი
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ ბათილად გამოცხადდეს განათლების მინისტრის 15 თებერვლის ბრძანება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე.
საჩივარი მთავრობის ადმინისტრაციაში 13 მარტს შევიდა, რომლის ავტორებიც არიან პედაგოგები: მაია ეკალაძე, დავით ფერაძე და გიორგი ჭაუჭიძე.
“წარმოვადგენთ, რა, საჯარო სკოლის დირექტორექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირებს და ვართ რა დაინტერესებული ამ კონკურსის კანონის შესაბამისად, სამართლიანად, ობიექტურად და მიუკერძოვებლად ჩატარებაში, რომლის შედეგებიც უნდა გახდეს ჩვენი დასაქმების კანონიერი საფუძველი და რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმ პირობებში, რომლებიც შექმნილია განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გაუმართავობით შექმნილი გარემოებების გამო, მოვითხოვთ: 1. არარად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბრძანება №36/ნ, 2024 წლის 15 თებერვალი, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე (იხ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6103079?publication=0 ), რადგან მისი შესრულება შეუძლებელია და ამავე დროს მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. 2. გამოიცეს კონკურსის გამართვის შესახებ ახალი ნორმატიული აქტი რომელიც შეესაბამება კანონმდებლობას”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციაში შეტანილ საჩივარში.
საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ბრძანების ასეთი სახით გამოცემა უკვე წარმოდგენს კანონდარღვევას, ხოლო მისი აღსრულება მეორე ეტაპის ანუ გასაუბრების გაურკვევლი მიზნებით, დაუდგენელი პროცედურებით და კრიტერიუმებით და მათი გასაჩივრების საშუალებების არ არსებობით, გარადუვლად გამოიწვევს იმას, რომ კომისიის მიერ დირექტორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გახდება დამოკიდებული კომისიის წევრების პირად დამოკიდებულებებზე ან/და შეხედულებებზე და შესაბამისად, ვერ იქნება ობიექტური, ნეიტრალური და მიუკერძოვებელი. ეს კი, პედაგოგების თქმით, დირექტორობის კანდიდატების დასაქმების ანუ შრომის და მის მიერ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლებების დარღვევას ანუ სისხლის სამართლებრივ ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გამოიწვევს, რის გამოც აღნიშნული ბრძანება უნდა გამოცხადდეს არარად.
“მოვითხოვთ, გამოიცეს საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებს:
- 2011 წლის 25/ნ ბრძანებით წარმატებით ტესტირებაგავლილი კონკურსანტების პირდაპირ წარდგენას სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად;
- დირექტორობის კანდიდატის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“ შესაბამისობას და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას;
- გასაუბრების კომისიის დაკომპლექტებას, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წევრი;
- კონკურსის მონიტორინგს;
- სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას და საფუძველს, რასაც უნდა დაეყრდნოს კონკურსანტი ამ ხედვის შემუშავებისას;
- კონკრეტული სკოლების გაზომვად, კონკრეტული კვალიფიციურ კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდება კონკურსანტის ე.წ. ხედვა და რომლის გაცნობის შესაძლებლობა კონკურში რეგისტრაციამდე მიეცემა დირექტორობის მსურველს”, – ვკითხულობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მომზადებულ ადმინისტრაციულ საჩივარში.
იხილეთ საჩივრის დოკუმენტი
ამავე თემაზე:
ცნობილია თითოეულ საჯარო სკოლაში დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა – დოკუმენტი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება