განათლების მინისტრის რომელი მოადგილე რა მიმართულებას კურირებს უწყებაში – 4 მოადგილე და მათი ფუნქციები
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს 4 მოადგილე ჰყავს. მათ შორის ერთი პირველი და 3 სხვა მოადგილე. სამინისტრომ უკვე გაწერა ოთხი მოადგილიდან რომელი მოადგილე რა მიმართულებას უხელმღვანელებს და რა იქნება თითოეულის საკურატორო სფერო.
„იდეალური კანდიდატი ამ პოსტზე“ – განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძეა – ბიოგრაფია
პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი: მისი საკურატოროა – ეკონომიკური დეპარტამენტი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მოადგილე, ზვიად გაბისონია: მისი საკურატოროა – იურიდიული დეპარტამენტი, უმაღლესი განათლების დეპარტამენტი, მეცნიერების დეპარტამენტი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მოადგილე, თამარ მახარაშვილი: მისი საკურატოროა – სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სსიპ სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები, ა(ა)იპ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა.
მოადგილე, ბაია კვიციანი: მისი საკურატოროა – პროფესიული განათლების დეპარტამენტი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო, სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
რაც შეეხება შემდეგ დეპარტამენტებსა და სამსახურებს: სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი; ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი; შიდა აუდიტის დეპარტამენტი; სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი; სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო – ეს სამსახურები თავად მინისტრის დაქვემდებარებაშია.
ასევე იხილეთ:
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება