განათლების მინისტრმა საჯარო სკოლებისთვის საათობრივი ბადეები დაამტკიცა (2022-2025)
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საათობრივი ბადეები დაამტკიცა როგორც ქართულენოვანი საჯარო სკოლების, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის. მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე 2022 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საათობრივი ბადეები დამტკიცდა დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურისთვის. ბრძანებაში ნათქვამია, რომ საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, XII კლასისთვის კი – 2024-2025 სასწავლო წლიდან.
საათობრივი ბადეები შეგიძლიათ იხილოთ აქ მითითებულ ბმულებზე:
საათობრივი ბადე დაწყებითი საფეხურისთვის
საათობრივი ბადე საშუალო და საბაზო საფეხურისთვის
დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, კლასების მიხედვით, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა და რამდენი იქნება შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.
განათლების მინისტრმა ასევე დაამტკიცა საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულო საგნების შეცვლილი ჩამონათვალი და კლასების დაყოფის კრიტერიუმები.
ასევე იხილეთ:
ცვლილებები და სიახლეები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2022-2023 სასწავლო წლისთვის
X კლასის ზოგიერთი საგნისა და XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა
-
უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდის ლაპარაკის ნაწილის ჩაბარება აპლიკანტების ნაწილს ხელმეორედ მოუწევს – „ლაპარაკის ნაწილში ხარვეზია“
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი
-
„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე
by ARIS.GE-განათლება