X კლასის ზოგიერთი საგნისა და XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის ზოგიერთი საგნისა და XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა.
როგორც 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული, განისაზღვრა გრიფირების პირობებიც, თუმცა პირობების შესახებ შესაბამისი დანართები მიხეილ ჩხენკელის უწყებას არ გაუსაჯაროებია.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით: ა) გამოცხადდეს გრიფირება ამ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრულ შესარჩევ ერთეულებზე; ბ) განისაზღვროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის ზოგიერთი საგნისა და XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების განაცხადისა და სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისა და სხვა ვადები ამ ბრძანების დანართი N2-ის შესაბამისად; გ) განისაზღვროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის ზოგიერთი საგნისა და XI კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების შეძენისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა დანართი N3-ის შესაბამისად“, – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
-
განათლების მინისტრი აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორს კონკურსის გარეშე დანიშნავს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეს შეუძლია – რას ადგენს განახლებული ესგ
by ARIS.GE-განათლება
-
პედაგოგები მასწავლებლის წიგნებს ითხოვენ, „საგანმანათლებლო რესურსები“ კი ამბობს, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს
by ARIS.GE-განათლება