განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის თამაშების შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, სკოლებში ვაშლების დარიგებისა და შრომის გაკვეთილების დაბრუნების გარდა კიდევ ერთი ახალი ინიციატივა აქვს. მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საგნები თამაშებით უნდა შეისწავლონ, თამაშების შესაძენად კი სამინისტრო ტენდერს გამოაცხადებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, მის ახალ ინიციატივას თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და მხოლოდ 20-მდე სკოლას შეეხება.
“სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება”, – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
იხილეთ ორიგინალი
განათლების სამინისტრო მცირე ზომის სკოლების აშენებას გეგმავს
სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება – ალექსანდრე ჯეჯელავა
ჯეჯელავას ახალი ინიციატივით, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია