განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის დრო 2026 წლის 1 იანვრამდე გადაწია – ბრძანება

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში მორიგი ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრამდე აჩერებს ისეთი მუხლების მოქმედებას, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტატუსების ცვლილების გზებს ეხებოდა.
მათ შორის შეჩერებულია ამ შინაარსის მუხლების მოქმედება:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა
მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება
სკოლის ბაზაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი
მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა
დღეს, 30 ივნისს გამოქვეყნებულ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში წერია: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულ იქნეს სქემის მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის, 21-ე მუხლის, 21/1 მუხლის, 23-ე მუხლის, 23/1 მუხლის, 23/2 მუხლის, IV თავის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 43-ე მუხლის მოქმედება“.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: იხილეთ ბრძანება
ცნობისთვის, ანალოგიური გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ ერთხელ უკვე მიიღო: განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა
რა წერია სქემის IV თავში, რომელის მოქმედებაც ასევე შეჩერებულია:
“მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა
მუხლი 25. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება 1. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, სქემის 26-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეიძლება, მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების შესახებ ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 42. სპეციალური მასწავლებლის განათლების განსაკუთრებული პირობები
4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, წამყვანი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ხოლო მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.
მუხლი 43. პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება”.
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება