განათლების სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი ცვლილებების შემდეგ 2 მილიარდ 78 მილიონს მიუახლოვდება – პროექტი პარლამენტშია
საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 78 მილონ ლარს მიუახლოვდება.
განათლების სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით გაიზრდება და ორ მიმართულებას მოხმარდება
“ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციები იყო. როგორც 2021 წელს, ასევე 2022 წელს ეკონომოკური პარამეტრები ზრდის მიმართულებით დაკორექტირდა და ორივე წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია” – სწორედ ამით ხსნის ცვლილებების მიზეზს კანონპროექტის ავტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 077,8 მლნ ლარს”, – ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასიგნებების ზრდა გათვალისწინებულია შემდეგნაირად: 34,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის
დაფინანსება; 10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები; სხვა მიმართულებებით ასიგნებების გადანაწილებასთან ერთად დაფინანსება კი გაზრდილია 1,7 მლნ ლარით.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს კანონის პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 150 ლარიდან 200 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასაც და ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯები.
ასევე იხილეთ:
მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – რაზე დაიხარჯება მილიონი
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება