განათლების სამინისტროს 6 უწყების ხელმძღვანელის მოადგილეებს უკვე განათლების მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს – ცვლილებები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შემავალი ექვსი სსიპის დირექტორების მოადგილეს/მოადგილეებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დანიშნავს და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ფუნქციებსაც განსაზღვრავს.
ამავე ცვლილებების თანახმად, მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლებაც მინისტრის პასუხისმგებლობა იქნება.
შესაბამის ბრძანებებს გივი მიქანაძემ ხელი უკვე მოაწერა და ძალაში 31 ივლისიდან შევიდა.
დღემდე კონკრეტული დირექტორის მოადგილეს ან მოდგილეებს თანამდებობაზე ამავე სსიპ-ის ხელმძღვანელი პირი, მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავდა.
განათლების სამინისტროს სსიპ-ები, რომლებსაც ცვლილებები შეეხო, შემდეგია:
1. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
3. საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი;
4. განათლების საერთაშორისო ცენტრი;
5. ახალგაზრდობის სააგენტო;
6.განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
ასევე იხილეთ:
მარიამ იმერლიშვილი
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე