ცნობილია, რომელი უწყებები გადაიბარებენ „ესიდას“ უფლებამოსილებებს და რა იქნება მათი მოვალეობები – დადგენილება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გაუქმებული სსიპ-ის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს – „ესიდას“ უფლებამონაცვლე უწყებები ცნობილია. საქართველოს მთავრობის მიერ 30 ივლისს მიღებული დადგენილებით, მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება, მისი უფლებამოსილებები სამ უწყებას – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გადაეცემათ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც დღეს, 31 ივლისს გამოქვეყნდა, ავალებს გივი მიქანაძის უწყებას, ინფრასტრუქტურული/სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრის/იდენტიფიცირების მიზნით, უფლებამონაცვლე უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, კომისია შექმნას.
გარდა ამისა, „ესიდას“ აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემის მიზნით, ასევე უნდა შეიქმნას კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
რომელი უფლებამონაცვლე უწყება რა უფლებამოსილებებს შეასრულებს, ვრცლად იხილეთ პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში.
დადგენილებაში არაფერია ნათქვამი თანამშრომელთა გათავისუფლების, ან უფლებამონაცვლე უწყებებში გადაყვანის შესახებ.
ამავე თემაზე:
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„შეიძლება სკოლაში ტუალეტის სუნი იყოს?!“ – პარლამენტში სკოლის დამლაგებლებისთვის ხელფასების მომატება მოითხოვეს
by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება