GE

განათლების სამინისტროში ჯერ არ იციან რომელ 20 სკოლაში გადაიწევს სწავლის დაწყება

განათლების სამინისტროსთვის ჯერ უცნობია იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ დაიწყება. EDU.ARIS.GE უწყებას ამის გასარკვევად გასულ დღეებშიც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც სამინისტროში ამბობენ, ცვლილებები შესაძლოა ისევ იყოს და დაზუსტებული მონაცემები სკოლების შესახებ არ აქვთ.

“16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს”, – აცხადებს უწყება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური