განათლების სამინისტრო თენგიზ ცერცვაძეს “არჩევნებისეული” სისწრაფით გამოეხმაურა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ დღეს, 30 სექტემბერს, გაკეთებულ განცხადებას. როგორც იმუნოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მისი ინფორმაციით, “დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი”.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. აცრა ნებაყოფლობითია.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან”, – ძალიან ოპერატიულად აცხადებს უწყება.
სამინისტრო, ასევე, საქართველოში ვაქინირებულ მასწავლებელთა რიცხვს ასახელებს, რომელიც, რატომღაც, ამირან გამყრელიძის მიერ დასახელებულ მონაცემებს არ ემთხვევა.
ამავე თემაზე:
თენგიზ ცერცვაძე: „დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი“
- საკლასო „ომების“ მოგვარება, ანუ დისციპლინის კარგი მეთოდები by განათლებული ბლოგი
- როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის by განათლებული ბლოგი
- კითხვის დასმის ტექნიკები სასწავლო პროცესში – რა ტიპის კითხვები როგორ ეხმარება მოსწავლეს by განათლებული ბლოგი