GE

თენგიზ ცერცვაძე: „დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი“

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა, მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. როგორც მან დღეს, 30 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

„რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ ბავშვებისთვის პირბადის ტარება და წესების დაცვა აუცილებელია.

განათლების სამინისტრო თენგიზ ცერცვაძეს “არჩევნებისეული” სისწრაფით ეხმაურება
განახლებულია 20:48

ასევე იხილეთ:

რატომ არ ემთხვევა ამირან გამყრელიძისა და განათლების სამინისტროს მონაცემები აცრილ მასწავლებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური