GE

რატომ არ ემთხვევა ამირან გამყრელიძისა და განათლების სამინისტროს მონაცემები აცრილ მასწავლებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  ა/ წლის 25 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

28 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინირებულ მასწავლებლებზე ინფორმაცია დააზუსტა:

63% პროცენტი არის ერთჯერადად ვაქცინირებული, აქედან 52%-ს აქვს ორი ვაქცინა მიღებული.

მონაცემები განსხვავდება, ჯერ კიდევ 4 დღის წინ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს უფრო მაღალი მაჩვენებლემი ჰქონდა გამოცხადებული

შეგახსენებთ, რომ EDU.ARIS.GE-ს მიერ ორი კვირის წინ გაგზავნილი კითხვები ვაქცინირებული სტუდენტების რაოდენობასთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძის უწყების მხრიდან ჯერჯერობით პასუხის გარეშეა დარჩენილი. ბოლო ინფორმაციით სტუდეტთა მხოლოდ 17% იყო ვაქცინირებული.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm