GE

განათლების სფეროს წარმომადგენლები პანდემიით გამოწვეული დანაკარგის ასანაზღაურებლად საზაფხულო სკოლის დაგეგმვას ითხოვენ

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სფეროს ექსპერტები და დამცველები პანდემია COVID-19-ით გამოწვეული რეალობიდან გამოსვლის გზებს ეძებენ. მათი თქმით, კრიზისმა განათლების სფეროს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა. ექსპერტების აზრით, კორონავირუსმა მოსწავლეების როგორც აკადემიურ, ისე მათ ფსიქოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა დაწყებით და საშუალო კლასების მოსწავლეებში აღინიშნება.

სწორედ ამიტომ, განათლების სფეროს ექსპერტები და დამცველები ქვეყანაში საზაფხულო სკოლის ორგანიზებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ეს კორონავირუსით გამოწვეული დანაკარგის ასანაზღაურებელი ყველაზე რაციონალური გზაა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ზაფხულისთვის ქვეყანაში ბევრად მეტი ვაქცინირებული პედაგოგოი იქნება. გარდა ამისა, შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, წელიწადის ამ დროს, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები გაკვეთილების ჩატარებას სუფთა ჰაერზე შეძლებენ, რაც არსებულ რეალობაში პატარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აღნიშნულ იდეას ვირჯიიისა და კალიფორნიის შტატების გუბერნატორებმა მხარი უკვე დაუჭირეს. მათი თქმით, განათლების სფეროს მხარდაჭერად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვარაუდობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენი კონგრესს სფეროსთვის 29 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს.

ექსპერტების ხმამაღლა აცხადებენ, რომ საზაფხულო სკოლების სახელმწიფო პროგრამაში თანხების ინვესტირება რაციონალური გადაწყვეტილება იქნება. მათი თქმით, პანდემიით გამოწვეული დანაკარგის კვალი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გამწვავდება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: usatoday

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური