GE

განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ევროკავშირი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება

განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ევროკავშირი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება – აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განიხილეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ მიმართულებით მხარდაჭერა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, კარლ ჰარცელმა გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. მხარეები მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური