განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე წულაძე დანიშნა
2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ალექსანდრე წულაძე დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თავად ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აქამდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ლაშა მარგიშვილი ასრულებდა და მომავალ დირექტორობასაც სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა EQE-ს დირექტორი განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე გახდა.
“ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს.
“ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
“ის 2019- 2023 წწ. იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, ხოლო, 2023 წლის 28 დეკემბრიდან, 2024 წლის 31 ივლისამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას”, – ვკითხულობთ დღეს, 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში ცვლილებები შევა – კანონპროექტი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება