განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე იქნება.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდიმარაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატურებს და პარლამენტის ახალ წევრებს საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 4 აპრილს წარადგენენ და პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.
გივი მიქანაძე პარლამენტის წევრი მმართველი პარტიის სიით გახდა. ის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
განათლება: დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა. ასევე დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო). სპეციალობა: სამართლის მაგისტრი.
2016 – 2018 წლებში იყო სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. სხვადასხვა წლებში იყო სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული და ასოცირებული პროფესორი და ლექტორი. ნამუშევარი აქვს რამდენიმე სკოლის მასწავლებლად.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძე 17 სტატიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორია, ასევე არის 6 სახელმძღვანელოს თანაავტორი.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.
ასევე იხილეთ:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე