„გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა, ვმუშაობთ დაფინანსების გასაზრდელად“ – საგანმანათლებლო პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მესტიის შემდეგ ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებისთვის განათლების მიმართულების მთავარ პრობლემებზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ისაუბრეს.
სასკოლო წიგნებისა და სკოლების სხვა რესურსების ეფექტიანობას პარლამენტში შეაფასებენ
ექვსი ივლისის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხს და ადგილობრივ დონეზე ქართული ენის სწავლების პრობლემას, რის კონტექსტშიც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 1+4 პროგრამა გასაუმჯობესებელია.
მიხეილ ჩხენკელი: ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ბაღიდან დავიწყებთ
„ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი არის ის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოვაგვაროთ ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას განაპირობებს საგანმანათლებლო კუთხით. ეს ეხება სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების პრობლემას, სახელმძღვანელოების პრობლემას. კარგად მუშაობს მაგრამ გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა. ვმუშაობთ ასევე, ამ პროგრამისთვის დაფინანსების გასაზრდელად“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.
აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევა დონორების მხარდაჭერით ადა დაფინანსებით ხორციელდება და არა სახელმწიფოსი.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებლობის მსურველი ბათუმიდან – „აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც“
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები უცხოურ ენებში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე