GE

გათანაბრებული ქულები და მათი გამოთვლის წესი გამოქვეყნდა – გამოცდები 2015

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მინიმალური გამსვლელი ქულების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გათანაბრებული ქულის გამოთვლის წესი

გათანაბრებული ქულები

მინიმალური გამსვლელი “ნედლი” ქულა საგნებისა და ვარიანტების მიხედვით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ საგამოცდო სისტემაში სკალირების მეთოდების გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ცენტრის განმარტებით, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი მიზეზების გამო:

  1. ერთი და იმავე საგამოცდო ტესტის ვარიანტებს შორის შესაძლო განსხვავება;
  2. სხვადასხვა საგამოცდო საგნის ტესტების სირთულეებს შორის განსხვავება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ეს მეთოდი საშუალებას იძლევა შევადაროთ ერთმანეთს იმ აბიტურიენტთა ქულები, რომელთაც ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტი შეასრულეს. გარდა ამისა, სკალირების მეთოდების გამოყენებით უფრო ბუნებრივია სხვადასხვა საგანში მიღებული ქულების შეკრება მათი ერთ სტანდარტულ სკალაზე განთავსების შემდეგ.

რამდენ აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა აპელაცია და რომელ საგანზე დაფიქსირდა ყველაზე მეტი განაცხადი

ტოპ 10 ყველაზე დიდი კონკურსის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა პირველი პრიორიტეტით – გამოცდები 2015

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური