გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები და წესი განისაზღვრა

გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები და დეტალები ცნობილია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 13 მაისს გამოქვეყნდა და დოკუმენტის თანახმად, გორის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება:
- I ეტაპი – 20 ივნისიდან – 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება იმ აღსაზრდელთა დედმამიშვილებისთვის, ვინც უკვე დადის საბავშვო ბაღში.
- II ეტაპი – 25 ივნისიდან – 5 ივლისის ჩათვლით ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვებისთვის.
„საჭიროებიდან გამომდინარე, ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულებით განსაზღვრულ ოდენობამდე“, – წერია საკრებულოს დადგენილებაში.
რაც შეეხება დედაქალაქში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციას, როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უთხრეს, დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები ჯერ არ განსაზღვრულა და აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ასევე იხილეთ:
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი
-
„თუ პასუხი მოითხოვს ორი საუკუნის დასახელებას, მაგრამ დაწერთ ერთს, იმ ერთ ქულასაც ვერ მიიღებთ“ – ისტორიკოსი აბიტურიენტებს by რჩევები
-
როგორ იმოძრავებს ზაფხულის გამოცდებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი თბილისის საგამოცდო ცენტრებისკენ – მიმართულებები by საცნობარო
-
ხარისხის ცენტრი: სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე by ARIS.GE-განათლება