GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა

17 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გასული სასწავლო წლის მიღწევებზე 2018- 2019 საწავლო წლისათვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ და სტუდენტებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში.

სტუდენტებს ასევე მიულოცეს რექტორის მოადგილემ პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ზაზა ჯაფარიძემ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური