GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გამართა

2021 წლის 27 ოქტომბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია – „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, უსურვა მათ წარმატებები და გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ.

კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 67 ავტორის/თანაავტორის 61 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, სპორტი“.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური