GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 წლისთვის მიღებას აცხადებს

მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წელს რექტორის ბრძანებით განისაზღვრა მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ჟურნალისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) განათლების სფეროს ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ი) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
კ) საბუღალტრო და საგადასახადო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
მ) სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ნ) სასტუმრო მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია – 27 აგვისტო – 25 სექტემბერი;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში – 26 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში – 27 სექტემბერი.

მისაღები საგამოცდო საგნები, მისაღები გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სრული ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური