გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო-შემოქმედებითი ონლაინ კონფერენცია „უნივერსიტეტი-სკოლებისთვის“ ჩაატარა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო-შემოქმედებითი ონლაინ კონფერენცია ,,უნივერსიტეტი-სკოლებისათვის“ ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობდა გორის, კასპისა და ხაშურის 17 საჯარო სკოლისა და გიმნაზიის 22 მოსწავლე, რომელთაც ხელმძღვანელობას უწევდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 18 სტუდენტი.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილი.
კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად: ისტორიის, ქართული, ინგლისური და რუსული ენა-ლიტერატურის.
აღსანიშნავია კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება.
თემების განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა სექციების ხელმძღვანელებისგან მიიღეს სასარგებლო რჩევები და მითითებები, რომელიც აუცილებლად წაადგებად შემდგომში საკვლევი მასალისა და თემის წერისას.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი