GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ეწვია

მიმდინარე წლის 2 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ალი ოღუზჰან იუქსელი.
შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან, სადაც განიხილეს გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისა და აღჭურვის საკითხი.

გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის კაბინეტის შეიქმნება მიმდინარე წლის თებერვალში , რომლის ბაზაზეც განხორციელდება:

  • თურქული ენის შემსწავლელი კურსები გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის;
  • ერთობლივი აკადემიური და სასწავლო პროექტები.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური