GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კამპანია „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სამთავრობო კამპანია „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებთან.

კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდნენ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორები: რუსუდან ლაბაძე და ნათია კიკალია. ასევე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გიორგი ზუბიაშვილი.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური